თეგი: უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების 8 შეტევის მოგერიება შევძელით

"ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება შევძელით. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ. რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, რომელთა დაკავებასაც ის უშედეგოდ ცდილობს. "ბოლო 24 საათში მათ შეძლეს დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა. ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ. რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით

უკრაინის შეიარაღებული ძალები: საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა დონეცკის რაიონში შეინიშნება

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში. „საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიონი დოლარით დაეხმარა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჯარს შემოწირულობის სახით, ერთი მილიონი დოლარი გადასცა. The New York Times წერს, რომ ზალუჟნიმ ეს თანხა მემკვიდრეობით, უკრაინელი ამერიკელისგან, გრეგორი სტეპანეცისგან მიიღო. მისივე ცნობით, გენერალმა მთელი მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იანვარში შესწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა. უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოებმა და კერძო პირებმა უკრაინის არმიას 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.